მეტროსადგურ „გოცირიძიდან“ მეტროსადგურ „დიდუბემდე“ ავტობუსის დროებითი მარშრუტი დაინიშნა
თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტროსადგურ „გოცირიძეზე“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, აღნიშნული სადგურიდან მეტროსადგურ დიდუბემდე (ზედა სადგური) მგზავრებს №169 ავტობუსი მოემსახურება.
უწყების ცნობით, №169 ავტობუსის მარშრუტი დროებითია და იმუშავებს „გოცირიძის“ გახსნამდე, 30-წუთიანი ინტერვალით. ხაზზე ავტობუსი მოძრაობას დაიწყებს დილის 07:00 საათზე და დაასრულებს 22:30 საათზე.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს უხდის მოქალაქეებს შექმნილი დისკომფორტისთვის.