მეტროსადგურ „300 არაგველიდან“ მატარებლების მოძრაობა „ვარკეთილამდე“ ნახევარი საათით შეფერხდა
მეტროსადგურ „300 არაგველიდან“ მატარებლების მოძრაობა „ვარკეთილამდე“ ნახევარი საათით შეფერხდა

თბილისის მეტროპოლიტენის მუშაობა დღეს ნახევარი საათით შეფერხდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, ტექნიკური ხარვეზის გამო მეტროსადგურ „300 არაგველზე“ 22:00 საათზე მატარებელი მგზავრებისგან დაიცალა.

„საჭირო გახდა მატარებლის ჩიხში შეყვანა, რათა შესწავლილიყო დაზიანების მიზეზი. დაზიანება გამოიწვია ძრავის გადახურებამ. ტექნიკური ჯგუფი დაადგენს, რა მიზეზმა განაპირობა აღნიშნული ხარვეზი. ამ პერიოდის განმავლობაში მატარებლები მოძრაობდნენ ზონალურად, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „300 არაგველამდე“, ხოლო „300 არაგველიდან“ მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“ შეფერხება იყო ნახევარი საათის განმავლობაში“, – განაცხადეს სატრანსპორტო კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის მატარებლები შეუფერხებლად მოძრაობენ.