მეთიუ მილერი - ვაგრძელებთ სომხეთისა და აზერბაიჯანის ძალისხმევის მხარდაჭერას ხანგრძლივი და ღირსეული სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად
ჩვენ ყოველთვის ვეძებთ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესაძლებლობას, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
„ვაგრძელებთ ორივე ქვეყნის ძალისხმევის მხარდაჭერას ხანგრძლივი და ღირსეული სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად“, – განაცხადა მილერმა.
მისი თქმით, ერევანმა და ბაქომ სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს.
ამასთან, კითხვაზე, აპირებდა თუ არა სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ორგანიზებას ნიუ იორკში, მილერმა კონკრეტული პასუხისგან თავი შეიკავა.