მეთიუ მილერი - სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს კონგრესს, მხარი დაუჭიროს ბიუჯეტს და თავიდან აიცილოს მთავრობის ე.წ. შათდაუნი
სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა კონგრესს, მხარი დაუჭიროს ბიუჯეტს და თავიდან აიცილოს მთავრობის ე.წ. შათდაუნი. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
კითხვაზე, განიხილავს თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტი გამონაკლისს უკრაინაში მისი ოპერაციების დახურვის შემთხვევაში, მან თქვა, რომ, ასეთი სცენარის მიუხედავად, ვაშინგტონს შეუძლია, გააგრძელოს სამხედრო დახმარება კიევისთვის.
„უკრაინასთან მიმართებაში არის ის, რომ ჩვენ შეგვიძლია, გავაგრძელოთ დახმარება, სამხედრო დახმარება მთავრობის დახურვის შემთხვევაში, მაგრამ როდესაც გყავთ უამრავი ადამიანი, რომლებსაც არ აქვთ უფლება, სამსახურში მივიდნენ, ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ნებისმიერი მიწოდების ტემპზე. ამიტომ ვფიქრობთ, ე.წ. შათდაუნი იქნება შემაშფოთებელი და მოვუწოდებთ კონგრესს, დააფინანსოს მთავრობა“, – აღნიშნა მილერმა.