მეთიუ მილერი - აშშ-ს არ აქვს რაიმე ნიშანი იმისა, რომ რუსეთი ემზადება ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად, ჩვენ გავაგრძელებთ ამის მონიტორინგს
არ გვაქვს რაიმე ნიშანი იმისა, რომ რუსეთი ემზადება ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად და ჩვენ გავაგრძელებთ ამის მონიტორინგს, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა.
როგორც მილერმა აღნიშნა, პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ისინი „უპასუხისმგებლო რიტორიკას ხედავენ ვლადიმერ პუტინისგან”.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ვლადიმირ პუტინის მხრიდან უპასუხისმგებლო რიტორიკას ვხედავთ. ბირთვული სახელმწიფოს ლიდერს არ შეუძლია ასე ლაპარაკი. ჩვენ წარსულში გვქონდა კომუნიკაცია რუსეთთან პირადად და უშუალოდ ბირთვული იარაღის გამოყენების შედეგების შესახებ. ჩვენ არ გვაქვს რაიმე ნიშანი იმისა, რომ რუსეთი ემზადება ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად და ჩვენ გავაგრძელებთ ამის მონიტორინგს”,- განაცხადა მილერმა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები რისკავენ ბირთვული ომის პროვოცირებით, თუ ჯარებს უკრაინაში საბრძოლველად გაგზავნიან და გააფრთხილა, რომ მოსკოვს აქვს იარაღი დასავლეთში სამიზნეებზე დასარტყმელად.