მეთიუ მილერი - აშშ მზად არის, ითანამშრომლოს ევროპულ ქვეყნებთან, რათა რუსეთის გაყინული აქტივები უკრაინის სასარგებლოდ გამოიყენოს
ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის, ითანამშრომლოს ევროპულ ქვეყნებთან, რათა რუსეთის გაყინული აქტივები უკრაინის სასარგებლოდ გამოიყენოს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ კონსულტაციებს აწარმოებს ევროპელ მოკავშირეებთან.
„ვფიქრობ, იცით, რომ გაყინული რუსული აქტივების უმრავლესობა არ არის ამერიკის შეერთებულ შტატებში. ისინი ინახება ევროპის ქვეყნებში. იმისთვის, რომ ეს ქმედება იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი, მნიშვნელოვანია, ვიმოქმედოთ ერთობლივად. ამ საკითხთან დაკავშირებით ვაწარმოებთ კონსულტაციებს ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან, რათა ვიპოვოთ საუკეთესო გზა ამის გასაკეთებლად. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მზად ვართ, უზრუნველვყოთ რუსეთის გაყინული აქტივების უკრაინელი ხალხის სასარგებლოდ გამოყენება“, – განაცხადა მილერმა.