მეთიუ მილერი - აშშ გაერო-ს უშიშროების საბჭოსთან ერთად მუშაობს, რათა ღაზაში საომარი მოქმედებების შეჩერების შესახებ რეზოლუცია მოამზადოს, მნიშვნელოვანია რეზოლუციის დეტალები
აშშ გაერო-ს უშიშროების საბჭოსთან ერთად მუშაობს, რათა მოამზადოს რეზოლუცია ღაზაში საომარი მოქმედებების შეჩერების შესახებ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
„აშშ მიესალმება რეზოლუციას, რომელიც მხარს უჭერს ღაზას ჰუმანიტარული საჭიროებების დაკმაყოფილებას, თუმცა მნიშვნელოვანია ამ რეზოლუციის დეტალები“, – განაცხადა მილერმა.
მილერის თქმით, რეზოლუციის დეტალები ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია და ამიტომ ხმის მიცემა დღეს კიდევ ერთხელ გადაიდო.
ამასთან ერთად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა აღნიშნა, რომ ჰუმანიტარული პაუზის გახანგრძლივება შესაძლებელია, თუ „ჰამასი“ მეტი მძევლის გათავისუფლებას დათანხმდება.