მეთიუ მილერი აცხადებს, რომ აშშ უკრაინის საკითხზე მეორე „სამშვიდო სამიტში“ რუსეთის მონაწილეობასთან დაკავშირებით კიევის ინიციატივას მხარს დაუჭერს
აშშ მხარს დაუჭერს უკრაინის ინიციატივას მეორე „სამშვიდობო სამიტში“ რუსეთის მონაწილეობასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
მილერმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ყოველთვის დგას დიპლომატიის მხარეს, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ უკრაინას შეუძლია.
„რუსეთის ფედერაციის „სამშვიდობო სამიტზე“ მოწვევის შესაძლებლობა არის ის საკითხი, რაც უკრაინასთან ერთად განვიხილეთ, როგორც მათმა პარტნიორმა და მხარდამჭერმა. თუ მათ სურთ რუსეთის მოწვევა, რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა მილერმა.