მეთიუ მილერი აცხადებს, რომ რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებას, შესაძლოა, გარკვეული ნეგატიური შედეგები მოჰყვეს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სენატის მიერ რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ ორპარტიული კანონპროექტის წარდგენას ეხმაურება.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებას, შესაძლოა, გარკვეული ნეგატიური შედეგები მოჰყვეს. სახელმწიფო დეპარტამენტში ასევე თვლიან, რომ არსებობს უკეთესი გზები, რათა რუსეთი პასუხისმგებელი იყოს თავის ქმედებებზე.
„სწორედ ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ ამგვარი ზომების მიღებას, სანქციების დაწესებას რუს მაღალჩინოსნებზე, რუსულ კომპანიებზე, დაწესებულია საექსპორტო კონტროლი, რომელიც ასუსტებს რუსეთის სამხედრო მანქანას და ჩვენ გავაგრძელებთ ამ ნაბიჯების გადადგმას“, – აღნიშნა მილერმა.