მეტეხის გვირაბში ღამის საათებში საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მეტეხის გვირაბის მიმდებარედ არსებულ ფერდზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო სამუშაოები იგეგმება. თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულის გამო მეტეხის გვირაბში ღამის საათებში საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
„უსაფრთხოების მიზნით ფერდის გაწმენდის სამუშაოები განხორციელდება, რის გამოც ორი ღამის განმავლობაში, 11 და 12 აპრილის, 00:00-დან 06:00 საათამდე გვირაბში საავტომობილო მოძრაობა ორივე მიმართულებით შეიზღუდება.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.