თურქულ პრესაში დაიწერა, რომ გერმანიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, მესუთ იოზილმა კარიერა დაასრულა.
34 წლის ფეხბურთელი თურქეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში „ისთანბულის“ ძირითად შემადგენლობაში იყო „ქაისერის“ წინააღმდეგ, მაგრამ 46-ე წუთზე შეცვალეს.
როგორც თურქული გამოცემა Fanatik-ი იტყობინება, პარასკევს დილით იოზილი არ გამოცხადდა „ისთანბულის“ ვარჯიშზე და პარტნიორებს აცნობა კარიერის დასრულების შესახებ. ფეხბურთელი და თურქული კლუბი კონტრაქტს გაწყვეტენ.
მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა ოთხი მატჩი ჩაატარა თურქეთის ჩემპიონატში.