მესუთ იოზილი ევროპის ლიგის განაცხადში არ შეიყვანეს
მესუთ იოზილი ევროპის ლიგის განაცხადში არ შეიყვანეს

“არსენალის” სამწვრთნელო შტაბმა არ შეიყვანა მესუთ იოზილი გუნდის განაცხადში 2020-21 წლების ევროპის ლიგის მატჩებში მონაწილეობისთვის.

ასევე ლონდონელთა განაცხადში არ იქნება ბერძენი მცველი სოკრატის პაპასტატოპულოსი.

31 წლის იოზილი ბოლოს მოედანზე მარტში იყო. 32 წლის პაპასტატოპულოსმაც გამოტოვა ამ სეზონის სტარტი. გასულ სეზონში მცველმა 19 მატჩი ჩაატარა პრემიერლიგაში და ორი გოლი გაიტანა.

ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “არსენალის” მეტოქეები არიან – “რაპიდი”, “მიოლდე” და “დანდალკი”.