მესტიის რაიონის სოფელ ნაკრაში მამაკაცი ხევში გადავარდა და დაიღუპა.
ამ დროისთვის, ადგილობრივი მოსახლეობა მამაკაცის ცხედრის ხევიდან ამოყვანას ცდილობს.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.