მესტიის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა
მესტიის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევრაში ადიდებულმა მდინარემ სოფლის შიდა გზა დააზიანა.

როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა საქართველოს პირველმა არხთან საუბრისას განაცხადა, ხევრაში გზის აღდგენითი სამუშაოები ხვალ დილიდან დაიწყება.

პრობლემა შეიქმნა ასევე სოფელ ვედში, სადაც ერთი ოჯახი გარესამყაროს მოწყვეტილია. მდინარემ გზა ჩახერგა.