მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე გამოკვლეული 25 პირიდან, ინფექცია არც ერთს დაუდასტურდა
მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე 25 ტესტის ნიმუშის კვლევა ჩატარდა. ყველა პასუხი უარყოფითია.
ხვალიდან ლენჯერის თემში მოსახლეობის განმეორებითი „პისიარ“ ტესტირება იწყება. განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდებათ დაბა მესტიის მაცხოვრებლებსაც.
ეპიდემიოლოგების დამატებითი ჯგუფები მესტიაში უკვე იმყოფებიან და ტესტირებას ხვალ დილიდან დაიწყებენ.
ამასთან, ზემო სვანეთში ხვალიდან იხსნება ყველა სოფელი და ჩაკეტილი რჩება მხოლოდ დაბა მესტია და ლენჯერის თემი. ისინი ერთ საკარანტინო ზონად ჩამოყალიბდება.