მესტიის მუნიციპალიტეტში გამოკვლეული კიდევ 246 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
მესტიის მუნიციპალიტეტში გამოკვლეული კიდევ 246 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

მესტიის მუნიციპალიტეტში აღებული 246-ვე ნიმუშის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია. შესაბამისად, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა.

გუშინ ეპიდემიოლოგებმა მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ბიოლოგიური მასალა კიდევ 142 ადამიანს აუღეს.

ნიმუშები ლაბორატორიებშია გაგზავნილი და მათი პასუხები დღეს დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.

მესტიის მუნიციპალიტეტში ჩაკეტვიდან დღემდე სულ 4000-მდე ადამიანია გამოკვლეული.

ე.წ. ლენჯერის კლასტერში 47 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 33 გამოვლინდა მესტიაში, 14 პირს კი კორონავირუსი მას შემდეგ დაუდგინდა, რაც მუნიციპალიტეტი დატოვა.