მესტიის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა
მესტიის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა

მესტიის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის თქმით, თოვლმა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება მესტიას. მისივე თქმით, „ენერგო პრო ჯორჯიას“ როგორც ადგილობრივი, ასევე სამეგრელოს ბრიგადები უმოკლეს დროში დაიწყებენ აღდგენით სამუშაოებს.

რაც შეეხება გზებს, კაპიტონ ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ ზვავსაშიშროების გამო სრულად არის ჩაკეტილი მესტია-უშგულის საავტომობილო გზის კალა-უშგულის მონაკვეთი. მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზების გაწმენდა. ჯერჯერობით საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესში არ შეფერხებულა.