მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიამ პრობლემები შექმნა, რვა ოჯახი გარესამყაროს არის მოწყვეტილი [ფოტო/ვიდეო]
მესტიის მუნიციპალიტეტში რვა ოჯახი გარესამყაროს არის მოწყვეტილი.
როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ამბობს, პრობლემებია მულახის თემის სოფლებში ჟაბეშსა და მუჟალში.
გადაუღებელი წვიმებისა და თოვლის დნობის შედეგად, ჩამოწვა მეწყერი.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერის თქმით, ადგილზე საპრევენციო სამუშაოები მიმდინარეობს, მუშაობს სპეცტექნიკა. ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ პრობლემა არ შექმნილა.