მესტიის მუნიციპალიტეტის პროდუქტით მომარაგება გრძელდება
მესტიის მუნიციპალიტეტის პროდუქტით მომარაგება გრძელდება

მესტიის მუნიციპალიტეტში სადისტრიბუციო მანქანები შევიდა. პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთები მუნიციპალიტეტის სოფლებში ნაწილდება.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, მესტიის მუნიციპალიტეტში დღეს დისტრიბუციის 20 მანქანა შევიდა.

„გუშინ დისტრიბუციის12-მდე მანქანა შემოვიდა, რომელიც სხვადასხვა სოფელში გადანაწილდა. დღეს შემოსულია დისტრიბუციის 20 მანქანა. მესტიის მუნიციპალიტეტში არანაირი სახის პროდუქტის შემოტანის პრობლემა და დეფიციტი არ არსებობს. მაღაზია სავსეა ფქვილით.

ასევე, დღეს დისტრიბუციის მანქანები შემოვლენ და მერიის წინ გაჩერდებიან. სოფლის რწმუნებულები გაფრთხილებული არიან, რომ ჩამოვიდნენ და აქედან გაიტანონ ნებისმიერი დასახელების პროდუქცია. თუ რომელიმე ვერ შეძლებს, ჩვენ მზად ვართ, ეს დისტრიბუციის მანქანები ავიყვანოთ იმ სოფელში, მანძილის მიუხედავად. ყველგან იქნება მომარაგება ისე, როგორც ხდებოდა. სისტემა არ იცვლება. ამ მიმართულებით მოსახლეობა ვერ იგრძნობს, რომ პანდემიის რეჟიმშია“,- განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.