მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც ამირან გამყრელიძე და სოზარ სუბარი ესწრებიან
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობს.
თათბირს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი სოზარ სუბარი ესწრებიან. შეხვედრაზე მესტიაში არსებული ეპიდსიტუაცია განიხილება.
შეხვედრაზე ასევე, საუბარი შეეხება ეპიდემიოლოგების მუშაობას, მიმდინარეობს ლოკაციების განსაზღვრა, სადაც ექიმები მუშაობას განაგრძობენ.