მესტიის ცენტრში მოწყობილ საველე კარავში ეპიდემიოლოგები კორონავირუსზე მოსახლოებას იკვლევენ
მესტიის ცენტრში მოწყობილ საველე კარავში ეპიდემიოლოგები კორონავირუსზე მოსახლოებას იკვლევენ

მესტიის ცენტრში საველე კარავია მოწყობილი, სადაც ეპიდემიოლოგები კორონავირუსზე მოსახლოებას იკვლევენ.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ჩაკეტილ რეგიონში ეპიდემიოლოგების 12 ჯგუფი მუშაობს.

ამასთან, დღეს სვანეთში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ჩასვლას ელოდებიან.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს 10 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო შეიზღუდა შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში. კერძოდ, საბჭოს გადაწყვეტილებით, გადაადგილება შეიზღუდა, როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ასევე, მესტიის მუნიციპალიტეტიდან. მუნიციპალიტეტში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, გამოსვლის შემთხვევაში კი, მოქალაქეები ვალდებული არიან, გაიარონ კარანტინი. გარდა ამისა, დამატებითი რეგულაციები, საკარანტინო შეზღუდვები მოქმედებს დაბა მესტიაში, ასევე, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში – უშგულსა და ლენჯერში, რაც გულისხმობს აღნიშნულ დასახლებებსა და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებს შორის გადაადგილების შეზღუდვას.