მესტიიდან რუხის საავადმყოფოში გადაყვანილ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა
მესტიიდან რუხის საავადმყოფოში გუშინ შეყვანილ პაციენტს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა, – ამის შესახებ რუხის საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, ნინო აკობიამ განაცხადა.
მისი თქმით, პაციენტი მესტიიდან გუშინ შეიყვანეს, მისი სწრაფი ტესტის პასუხი დადებითი იყო, დღეს ჩაუტარდა პისიარკვლება, რომელზეც ასევე დადებითი პასუხი მიიღეს.
ამ დროისთვის რუხის საავადმყოფოში 11 დადასტურებული კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. მათგან ექვს პაციენტს ორმხრივი პნევმონია აქვს. ერთი მათგანი მცირეწლოვანია.
ექიმების ინფორმაციით, ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.