მესტიაში მდინარე მულხურის ადიდების შედეგად რამდენიმე სოფელში ხიდები და გზები დაზიანდა [ფოტო/ვიდეო]
მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის ტერიტორიულ ერთეულში, ძლიერი წვიმის შედეგად, მდინარე მულხურა ადიდდა.
მდინარემ სოფელ ჭოლაშში გადასასვლელ ხიდს სამაგრები გამოაცალა, რის შედეგადაც სოფლისკენ გადაადგილება ამ დროისთვის შეუძლებელია. ადიდებულმა მდინარემ სრულად გაანადგურა სოფელ ჩვაბიანის შიდასასოფლო დანიშნულების ხიდი.
ძლიერმა წვიმამ ასევე გამოიწვია სოფელ ჟაბეშისა და სოფელ ჩვაბიანის ღელეების ადიდება, რის შედეგად დაზიანებულია შიდა სასოფლო სამანქანო გზები და მიმდებარე ტერიტორიები.
სტიქიის ადგილებზე იმყოფებოდა მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი. სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
ადგილიდან ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.