მესტიაში გამოკვლეული 813 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
მესტიის მუნიციპალიტეტში გუშინ აღებული 813-ივე ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება.
დღეს რეგიონში მედიკოსებმა 400-მდე ადამიანის ბიოლოგიური მასალა აიღეს. ნიმუშები გაგზავნილია ლაბორატორიებში. პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.
„ამ დროისთვის, მესტიის მუნიციპალიტეტში ეპიდსიტუაცია სტაბილურია. გუშინ აღებული იყო 800-ზე მეტი ნიმუში, რომლების პასუხებსაც ლაბორატორიებიდან ველოდებოდით. ყველას გილოცავთ, პასუხები უარყოფითია. რაც შეეხება დღევანდელ ქმედებას, 400-ზე მეტი ნიმუში აიღეს ეპიდემიოლოგებმა და მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგი ისევ მიმდინარეობს“, – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის ვიცე-გუბერნატორმა, ნინო ვიბლიანმა.