მესტიაში გამოკვლეული 500 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
მესტიაში გამოკვლეული 500 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.
საუბარია მესტიიდან გუშინ გაგზავნილ 500-მდე ტესტზე. დღეს გამოსაკვლევად კიდევ 400-მდე ტესტი გაიგზავნა.
ჯამში მესტიის მუნიციპალიტეტში 3 121 ადამიანს აუღეს ბიოლოგიური მასალა. მთელ მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგთა 10 ჯგუფი მუშაობს.
პარალელურად, გრძელდება თერმოსკრინინგი და „პისიარ“ კვლევა, როგორც კარდაკარის პრინციპით, ასევე დაბა მესტიაში მოწყობილ ე.წ. საველე კარავში.