მესტიაში აქციის მონაწილეებთან შს მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძე ჩავიდა
მესტიაში აქციის მონაწილეებთან შს მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძე ჩავიდა

მესტიაში აქციის მონაწილეებს შს მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძე და შსს სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ნიკოლოზ დიასამიძე ხვდებიან.

მესტიაჭალაჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია მესტიაში დილიდან მიმდინარეობს. აქციის მონაწილეთა შორისაა ფეხმძიმე ქალბატონიც, რომელიც პროტესტის ნიშნად ამ დრომდე მიწაზე წევს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ , რომ შსს  სპეცდანიშნულების რაზმის შემოყვანას აპირებს, თუმცა მიუხედავად ამისა, ისინი  აქციას მაინც გააგრძელებენ და ჰესის მშენებლობაზე სპეცტექნიკის გატარებას ხელს შეუშლიან.