„მესტია-ჭალაჰესის“ მშენებლობის საკითხზე კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება
„მესტია-ჭალაჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა შეხვედრა ეკონომიკის მინისტრის მოადგილესა და georgian global utilities გენერალურ დირექტორთან დასრულდა.
შეხვედრის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ საუბარში განაცხადა, რომ 24 მარტს ეკონომიკის სამინისტროში ჰესის აშენების მოწინააღმდეგეების ექსპერტებთან ერთად გაიმართება პროექტის განხილვა.
ადგილობრივთა ნაწილი, ვინც შეხვედრას ესწრებოდა ამბობენ, რომ ექსპერტებთან ერთად შეხვედრა გაიმართება, თუმცა, თუ მათი შეფასებები არ იქნება მისაღები პროტესტს გააგრძელებენ.
Georgian global utilities აღმასრულებელი დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე ამბობს, რომ აღნიშნული ჰესი მდინარის მოდინებაზეა აგებული და არ ითვალისწინებს წყალსაცავების მოწყობასა და წყლის დაგუბებას. შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.