სტატისტიკოსებმა გაარკვიეს, რომ “ბარსელონას” ფორვარდი ლიონელ მესი გაცილებით უკეთ იყენებს მომენტებს, ვიდრე მადრიდის “რეალის” ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ.
ამ დროისათვის, დარტყმების პროცენტი, რომელსაც კრიშტიანუ გოლებით ასრულებს, 2.08-ს უდრის. იმისთვის, რომ მესი ამგვარ პროცენტამდე დაეშვას, მან მეტოქეთა კარს ზედიზედ 507 დარტყმა უნდა ააცილოს.
2017-18 წლების ლა ლიგაში ლიონელს 12 გოლი დაუგროვდა, რონალდუს კი შვიდ მატჩში ერთი გოლი აქვს გატანილი.