“ბარსელონას” ლიდერ ლიონელ მესის მიაჩნია, რომ ზაფხულის ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი, ნეიმარის “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლა „ბარსელონასთვის“ სასარგებლო აღმოჩნდა.
“ნეიმარის წასვლამ გუნდის სათამაშო სტილის შეცვლა გამოიწვია. ჩვენ დავკარგეთ გარკვეული შეტევითი პოტენციალი, მაგრამ ჩვენი დაცვა გაძლიერდა, ნახევარდაცვამ უფრო მშვიდად დაიწყო თამაში და გუნდი უფრო დაბალანსებული ჩანს. ეს დაცვის მხრივაც ძლიერს გვხდის”, – განმარტა მესიმ ESPN-თან კომენტარში.