მესამე ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთიდან დაბრუნდა
მესამე ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთიდან დაბრუნდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული საქართველოში დაბრუნდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთიდან დაბრუნებულ ქართულ ქვედანაყოფს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლის მოვალეობის შემსრულებელი, პოლკოვნიკი ჯონი ტატუნაშვილი და მესამე ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი მალხაზ კალმახელიძე დახვდნენ. მათ მშვიდობისმყოფელებს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს.

ქართველი მშვიდობისმყოფელები მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში ბაზა „მარმალზე“, გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში შვიდი თვის განმავლობაში ასრულებდნენ. სამხედროებს ოპერაციის რაიონის კონტროლი და სწრაფი რეაგირების ამოცანების შესრულება ევალებოდათ. მესამე ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული მეორე ქვეითი ბრიგადის სწრაფი რეაგირების ნაკრებმა ასეულმა შეცვალა.