მერვე დღეა, აჭარაში ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა - დღეს გამოკვლეულ კიდევ 24 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
მერვე დღეა, აჭარაში ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა - დღეს გამოკვლეულ კიდევ 24 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ბათუმის „ცხელების ცენტრებში“ დღეს გადაყვანილ არც ერთ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დილით აღებული 24-ივე ანალიზის პასუხი უარყოფითია.

ხვალ დილით გახდება ცნობილი მიზნობრივი გამოკვლევების ფარგლებში აღებული ანალიზების პასუხები.

მერვე დღეა, აჭარაში ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

კლინიკა „მედალფაში“ პაციენტების რაოდენობა 15-მდე შემცირდა, მათგან ერთის მდგომარეობა გაუარესდა და იგი მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს.