მერსედეს ვერა-მარტინი - თუ დაკრედიტების ახალი სტანდარტი მოსალოდნელზე მკაცრი აღმოჩნდა, შესაძლოა, მოკლე ვადით ქვეყნის ზრდა შეაფერხოს
მიუხედავად პოზიტიური პერსპექტივისა, საქართველო მოწყვლადია სხვა ქვეყნებში მიმდინარე პროცესების მიმართ, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა-მარტინმა განაცხადა.
მისი თქმით, მათ შორის ქვეყანა მოწყვლადია გლობალური სავაჭრო დაძაბულობისა და ფინანსური ბაზრების არასტაბილურობის მიმართ.
შესაბამისად, მერსედეს ვერა-მარტინი მიიჩნევს, რომ თუ დაკრედიტების ახალი სტანდარტი მოსალოდნელზე მკაცრი იქნება, შესაძლოა, ამან მოკლე ვადით ქვეყნის ზრდა შეაფერხოს.
„დაკრედიტების ახალმა სტანდარტმა, თუ მოსალოდნელზე მკაცრი აღმოჩნდა, შესაძლებელია, შეაფერხოს ქვეყნის ზრდა მოკლე ვადით“, – განაცხადა მან.
მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ მიმდინარე პროგრამის მეოთხე მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის, მერსედეს ვერა-მარტინისა და ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა.