მერონის მთაზე უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, ილია მეორე ისრაელის პრეზიდენტსა და ხალხს უსამძიმრებს
მერონის მთაზე უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ისრაელის პრეზიდენტს სამძიმარს უცხადებს.
„მის აღმატებულებას, ისრაელის პრეზიდენტს, ბატონ რეუბენ რივლინს.
თქვენო აღმატებულებავ, მერონის მთაზე გუშინ მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ საყოველთაო მწუხარება და თანაგრძნობა გამოიწვია.
ჩვენი მხრიდანაც გამოვხატავთ დიდ გულისტკივილს და გთხოვთ, სამძიმარი გადასცეთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, მთელ ებრაელ ხალხს.
დაშავებულებს კი, ვისურვებთ მალე გამოჯანმრთელებას“, – აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში.