ქართველები NCAA-ში - მერკვილაძის სამიანი და ჟღენტის 4 ქულა [ვიდეო] #1TVSPORT
14 ნოემბერს გამთენიისას, NCAA-ში ქართველი კალათბურთელების გუნდებმა მატჩები გამართეს.
19 წლის ფორვარდის, ალექს მერკვილაძის „ლოიოლა მერიმაუნტი“ „არიზონა ქრისთიანს“ დაუპირისპირდა, 74-67 მოიგო და ამ სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა. ქართველმა კალათბურთელმა 12 წუთში 3 ქულა, 1 პასი და 1 მოხსნა დააგროვა. მან 2-დან 1 სამქულიანი გამოიყენა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და მეტოქის წინააღმდეგ 3-ჯერ დაჯარიმდა.
თავისი შეხვედრა ჩაატარა ახალგაზრდა კალათბურთელის, ზურა ჟღენტის „ნორზვესტერნ სტეიტმაც“, რომელიც საუზლენდის კონფერენციაშია. 21 წლის ქართველმა 19 წუთი ითამაშა და ამ დროში 4 ქულის, 6 მოხსნის (2 შეტევაში), 3 პასისა და 1 ჩაჭრის დაგროვება მოასწრო. მან 6-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, პერიმეტრიდან კი 2-ჯერ ისროლა და უშედეგოდ. ჟღენტმა ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლიც მიიღო. მისმა გუნდმა კი მეტოქე დიდი სხვაობით დაამარცხა 91-62.
„დეტოიტ მერსის“ შემადგენლობაში ითამაში, ვილი ისიანმაც, რომელმაც პარკეტზე 9 წუთი გაატარა და ერთხელ სცადა 2-ქულიანის ჩაგდება, მაგრამ უშედეგოდ. მისი გუნდი „ტოლედოსთან“ 73-81 დამარცხდა.