„მილუოკი ბაქსმა“ სანდრო მამუკელაშვილი გუნდიდან გაუშვა #1TVSPORT
„მილუოკი ბაქსმა“ სანდრო მამუკელაშვილი გუნდიდან გაუშვა #1TVSPORT

„მილუოკი ბაქსმა“ სანდრო მამუკელაშვილი გუნდიდან გაუშვა, – ინფორმაცია პირველად The Athletic-ის შემს შარანიამ გაავრცელა, შემდეგ კი ამის შესახებ ESPN-ის ედრიან ვოინაროვსკიმაც დაწერა.

წყაროს ცნობით, ვისკონსინურმა გუნდმა ორმხრივი კონტრაქტისთვის ადგილი გაათავისუფლა. ჯერჯერობით, უცნობია, სად გააგრძელებს ქართველი კალათბურთელი კარიერას.

შეგახსენებთ, რომ მამუკელაშვილი „ბაქსმა“ 2021 წლის დრაფტზე 54-ე ნომრად აირჩია. სანდრომ ამ დროის განმავლობაში 65 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 3.2 ქულას, 2.1 მოხსნასა და 0.6 პასს 9.6 წუთში აკეთებდა.

ორმხრივი კონტრაქტის მიხედვით, მას სეზონის განმავლობაში NBA-ის მაქსიმუმ 50 შეხვედრაში შეეძლო მონაწილეობის მიღება, დარჩენილი ნაწილი კი G ლიგის გუნდში, „ვისკონსინ ჰერდში“ უნდა გაეტარებინა.