დებიუტი „სან ანტონიოში“ - მამუკელაშვილის სამქულიანები „ჰიუსტონთან“ [ვიდეო] #1TVSPORT

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრა გამართა სანდრო მამუკელაშვილის ახალმა გუნდმა, „სან ანტონიო სპურსმა“, რომლის შემადგენლობაშიც ქართველმა კალათბურთელმა სადებიუტო შეხვედრა გამართა. გრეგ პოპოვიჩის გუნდმა „ჰიუსტონ როკეტსს“ უმასპინძლა და 110-122 დამარცხდა.

მამუკელაშვილი პირველად პარკეტზე მეორე მეოთხედში გამოჩნდა და 16:11 წუთში 6 ქულასთან ერთად, 2 მოხსნა დააგროვა. მან თამაშის განმავლობაში კალათისკენ ბურთი ორჯერ ისროლა, ორივეჯერ პერიმეტრიდან და ზუსტად. რაც შეეხება პასივს, მან ერთხელ დაკარგა ბურთი და 3-ჯერ დაჯარიმდა.

პირველი მეოთხედი „სპურსმა“ 3 ქულით მოიგო, მაგრამ დიდ შესვენებაზე მეტოქე ერთქულიანი უპირატესობით გავიდა. დანარჩენი პერიოდები „როკეტსმა“ აქტივში ჩაიწერა და, საბოლოო ჯამში, მარტივად მოიგო. საუკეთესო 20 ქულით „სან ანტონიოს“ დევონტე გრეჰემი იყო, 14 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი ჰქონდა ზაკ კოლინზს.

შემდეგ შეხვედრას მამუკელაშვილის გუნდი 6 მარტს კვლავ „ჰიუსტონ როკეტსის“ წინააღმდეგ გამართავს.