მოგება დაძაბულ შეხვედრაში – შერმადინის „ტენერიფე“ ესპანეთის თასის ფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ ესპანეთის თასის ნახევარფინალში „ხუვენტუდ ბადალონას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში მეტოქე 1 ქულით, 73-72 დაამარცხა.
შერმადინიმა 33:04 წუთი ითამაშა და ამ დროში 12 ქულის, 6 მოხსნის, 2 პასისა და 2 დაფარების დაგროვება მოასწრო. მან 6-დან 3 ორქულიანი და 9-დან 6 საჯარიმო გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ ქართველ ცენტრს +/- მაჩვენებელი +19 ჰქონდა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს.
😍 @gioshermadini, el #MVP de un partido HISTÓRICO ‼️ pic.twitter.com/nIFQI12e6u
— Lenovo Tenerife (@CB1939Canarias) February 18, 2023
მატჩი დრამატულად წარიმართა – „ტენერიფე“ დიდ შესვენებაზე 4-ქულიანი ჩამორჩენით გავიდა. მესამე მეოთხედში შერმადინის გუნდმა სხვაობის 2 ქულამდე შემცირება მოახერხა და გადამწყვეტ, ბოლო პერიოდში „ბადალონას“ 3 ქულით მოუგო. 13 წამი იყო დარჩენილი საბოლოო სირენამდე, როცა მეტოქე 1 ქულით იგებდა და უტევდა, სროლის შემდეგ კი „ტენერიფემ“ ბურთი მოხსნა და სწრაფი შეტევის შედეგად ორქულიანი ჩააგდო.
🔥🔥🔥🔥🔥🔥
Y antes del TAPONAZO…¡La 𝗟𝗢𝗖𝗨𝗥𝗔 𝗗𝗘 𝗖𝗔𝗡𝗔𝗦𝗧𝗔 𝗗𝗘 𝗘𝗟𝗚𝗜𝗡 𝗖𝗢𝗢𝗞 que ponía por delante a @CB1939Canarias y terminaba dándole el partido a los aurinegros!
📺 @vamos | #ListosParaRomperla#CopaACB pic.twitter.com/eTEQaaQ1sr
— #CopaACB (@ACBCOM) February 18, 2023
ფინალში გიორგი შერმადინის გუნდი დღეს, 19 თებერვალს, 22:00-ზე „უნიკახას“ დაუპირისპირდება.