მეზებერგის სასახლეში გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
სამუშაო შეხვედრა სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა. მოლაპარაკებების დაწყებამდე მედიასთან გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ საუბრის მთავარი თემები სირიის კონფლიქტი, უკრაინის კრიზისი და პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ იქნებოდა.
ანგელა მერკელმა ასევე აღნიშნა, რომ პუტინთან შეხვედრის ფარგლებში მიღწეული კონსენსუსის იმედი არ აქვს, თუმცა მისი თქმით, დღეს მსოფლიოში რამდენიმე კონფლიქტი და ჰუმანიტარული კატასტროფა მძვინვარებს. გერმანიის კანცლერისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრისას საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ირანის ბირთვული შეთანხმება და იემენის სამოქალაქო ომი იყო.