მერკელი „სოციალ-დემოკრატიულ პარტიას" მოუწოდებს, კოალიციური მთავრობის ფორმირებას მხარი დაუჭიროს
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი “სოციალ-დემოკრატიულ” პარტიას მოუწოდებს, 21 იანვარს დაგეგმილ პარტიულ კონფერენციაზე, კოალიციური მთავრობის ფორმირების საკითხს მხარი დაუჭიროს.
„ჩვენ ძალიან დიდხანს ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს, რათა შეგვემუშავებინა სამართლიანი შეთანხმება. ამასთან, “ქრისტიან-დემოკრატიული” და “ქრისტიან-სოციალისტური” კავშირის ალიანსი მნიშვნელოვან დათმობებზე წავიდა და შეთანხმების დოკუმენტზე პასუხისმგებლობაც აიღო, რომელიც შესაძლოა, კარგი საფუძველი გახდეს კოალიციის მოლაპარაკებებისთვის“, – აცხადებს ანგელა მერკელი.
ერთკვირიანი პოზიციების გაცნობითი მოლაპარაკებები “ქრისტიან-დემოკრატების”, “ქრისტიან-სოციალისტებისა” და “სოციალ-დემოკრატების” მონაწილეობით 5-12 იანვარს მიმდინარეობდა. დათანხმდება თუ არა დიდი კოალიციის ჩამოყალიბებას მარტინ შულცის პარტია, ამის შესახებ ცნობილი 22 იანვარს გახდება.