მეორე სეზონში Big little lies-ის გუნდს მერილ სტრიპი შეუერთდება, – ამის შესახებ HBO-მ განცხადება გაავრცელა.
სერიალში ის წინა სეზონის ერთ-ერთი მთავარი გმირის, პერი რაიტის (ალექსანდრ სკარშგორდი) დედის როლს შეასრულებს, რომელიც მონტერეიში შვილიშვილებზე ზრუნვის მიზნით ჩადის და შვილის სიკვდილის მიზეზის დადგენასაც ცდილობს.
როგორც ცნობილია, მეორე სეზონში შვიდი ეპიზოდი იქნება, რომელთა სცენარი უკვე დაწერილია.
The Hollywood Reporter-ის ცნობით, მეორე სეზონში ალექსანდრ სკარშგორდი ისევ გამოჩნდება, სამსახიობო გუნდის სხვა წევრებზე კი ჯერ ინფორმაცია დაზუსტებული არაა.