მერიის წარმომადგენელმა პარლამენტთან გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა
თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა, ლევან ჯღარკავამ რამდენიმე წუთის წინ პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებთან დედაქალაქის მერიის სახელით გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა.
„როგორც კანონმდებლობა ითვალისწინებს „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, გთხოვთ, სავალი ნაწილი დაუყოვნებლივ იქნეს გათავისუფლებული“, – განუცხადა ლევან ჯღარკავამ აქციის მონაწილეებს.
მერიის წარმომადგენელმა აქციის მონაწილეებს მიმართა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ სავალი ნაწილი.