მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური - ზღვისუბნის პარკში, ფერდზე წყლის ცენტრალური მილი დაზიანდა, მიმდინარეობს მილის შეკეთება და ტერიტორიის დასუფთავება
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ზღვისუბნის პარკში, ფერდზე წყლის ცენტრალური მილის დაზიანებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეომასალის საპასუხოდ გაცნობებთ, რომ ზღვისუბნის პარკში, რომელაშვილის ქუჩის მიმდებარედ, ფერდზე დაზიანდა წყლის ცენტრალური მილი, რის გამოც წყალმა ზედაპირული მიწა ჩამოიტანა საფეხმავლო ბილიკზე.
შემთხვევის შესახებ თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა დაუყოვნებლივ აცნობეს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ (GWP) და წყალი რამდენიმე წუთში გადაიკეტა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს წყლის მილის შეკეთება და ტერიტორიის დასუფთავება“, – აღნიშნულია განცხადებაში.