მერებაშვილი ექსტრაკლასას სიმბოლურ ნაკრებშია - ორი ვერსია პოლონეთიდან (ვიდეო)
გიორგი მერებაშვილი პოლონეთის ჩემპიონატის 21-ტურის სიმბოლურ ნაკრებში სატელევიზიო კომპანია CANAL+ SPORT-მა და გამოცემა „პილკა ნოჟნამ“ დაასახელეს.
პლოცკის „ვისლას“ შემადგელობაში საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ექსტრაკლასას 21-ე ტურში გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი. „ვისლა“ შჩეცინის „პოგონს” 2:0-ს უგებდა, მაგრამ ბოლო წუთებზე გაშვებული გოლებით დასანანი მარცხი განიცადა – 2:3.
21 ტურის შემდეგ, მერებაშვილის გუნდმა პოლონეთის ჩემპიონატში 30 ქულა დააგროვა და მე-8 ადგილზეა, რაც პლოცკელებს საჩემპიონო ჯგუფში მოხვედრის იმედს უტოვებს.
ექსტრაკლასაში საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის გუნდი მერვე ადგილზეა და საუკეთესო რვა გუნდს შორის მოხვედრის შანსს ინარჩუნებს, რომლებიც ჩემპიონობისა და ევროსაგზურებისთვის იბრძოლებენ.