წიტაიშვილის ასისტი საკმარისი არ აღმოჩნდა - ორი „ვისლას“ მატჩი პლოცკელებმა მოიგეს [ვიდეო] #1TVSPORT

კრაკოვის „ვისლას“ შემტევი გიორგი წიტაიშვილი დრამატული შეხვედრის მონაწილე გახდა. ქართველი ლეგიონერი კრაკოველთა ძირითად შემადგენლობაში იყო პლოცკისვისლასთან“ ექსტრაკლასას 30-ე ტურის საშინაო დაპირისპირებაში.

სტუმრები 3:1-ს იგებდნენ, კრაკოველებმა 71-ე წუთზე წონასწორობის აღდგენა ზდენეკ ონდრაშეკის გოლით მოახერხეს, რომელმაც ქართველის პასით გაიტანა. წიტაიშვილი 83-ე წუთზე შეცვალეს, 90+11-ე წუთზე კი პლოცკელებმა გადამწყვეტი გოლი მაინც გაიტანეს (3:4) და ჩემპიონატის ფინიშამდე 4 ტურით ადრე ქართველის გუნდი უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდეს.

პოზნანისლეხმა“ შინ „სტალი“ 3:1 დაამარცხა. თამაშში ნიკა კვეკვესკირი 75-ე წუთიდან ჩაერთო. სამწუხაროდ, განაცხადში დარჩნენ ვაკო გვილია და ლუკა გაგნიძე – მათი გუნდი „რაკუვი“ შინ ლეხნასრაკუვს“ შეხვდა და 2:1 დაამარცხა.

ჩემპიონატს 65-65 ქულით „რაკუვი“ და „ლეხი“ ლიდერობენ, კრაკოვის „ვისლა“ კი 29 ქულით მე-16 ადგილზეა და მდგომარეობა თუ არ გამოასწორა, ეს ტრადიციული გუნდი ექსტრაკლასადან გავარდება.