კვეკვესკირის „ლეხის“ საჩემპიონო მოგება - კაკაბაძემ გვილიას „რაკუვს“ გეგმები აურია [ვიდეო] #1TVSPORT

პოლონეთის ჩემპიონატის ფინიშისკენ სატურნირო ვითარება დაიძაბა. ვაკო გვილიასა და ლუკა გაგნიძის „რაკუვმა“ ლიდერობა დაკარგა, ხოლო ნიკა კვეკვესკირის „ლეხმა“ ამით ისარგებლა და გალიდერდა.

გვილიას გუნდმა საკუთარ მოედანზე ერთ-ერთი აუტსაიდერი „კრაკოვია“ მიიღო, სადაც ოთარ კაკაბაძე იყო განაცხადში და მეორე ტაიში ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა. გვილია მოედანზე მხოლოდ 85-ე წუთზე გამოჩნდა, ლუკა გაგნიძე კი სამატჩო განაცხადში არ იყო.

რაკუვი“ ფავორიტად მიიჩნეოდა და ვლადისლავ გუტკოვსკის გოლით 38-ე წუთზე დაწინაურდა, მაგრამ 62-ე წუთზე სერგიუ ჰანცამ წონასწორობა აღადგინა და ეს კაკაბაძის გადაცემით მოახერხა. საბოლოოდ, შეხვედრა 1:1 დასრულდა.

კონკურენტის შეფერხებით პოზნანისლეხმა“ ისარგებლა, გასვლაზე გლივიცეში „პიასტი“ 2:1 დაამარცხა და 68 ქულით გალიდერდა, „რაკუვი“ კი მას 2 ქულით ჩამორჩება.

გიორგი წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა ბელოსტოკის „იაგელონიასთან“ საშინაო მატჩში, რომელიც 0:0 დასრულდა. კრაკოველები ურთულეს მდგომარეობაში არიან – სეზონის ფინიშამდე 2 ტურით ადრე 31 ქულა დააგროვეს, მე-16 ადგილზე (ბოლოდან მესამეზე) დარჩნენ და „ზაგლებიესთან“ (35) და ვროცლავისშლიონსკთან“ (34) ჩამორჩენის შემცირება ვერ მოახერხეს.

დატოვე კომენტარი