„კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2“-ში მე-15 ტურის შეხვედრები გაიმართა. ფოთის „კოლხეთი 1913“-მა „პარკი-არენაზე“ „სამტრედია“ მიიღო და 1:2 დამარცხდა. გამარჯვებულებიდან თავი გიორგი ჭეიშვილმა (48) და ზაურ ხაბეიშვილმა (83) გამოიჩინეს, ხოლო ფოთელებიდან 56-ე წუთზე გიორგი გოგოლაშვილმა გაიტანა.
ქობულეთის „ჩელე არენაზე“ „შუქურამ“ ლანჩხუთის „გურია“ მიიღო და ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა. ლუკა ნემსაძისა (27) და გიორგი კალანდიას (55. პენალტი) გოლებს ლანჩხუთელებმა მხოლოდ დენის სკოტარენკოს (90+1) გოლებით უპასუხეს.
ზედა ეწერში „ზუგდიდი“ „ცხინვალს“ შეხვდა და ანგარიშით 1:3 წააგო. სტუმრებიდან თავი გამოიჩინეს დათა სიჭინავამ (17), ანდრეი ჩოლაკუმ (44) და ალეკო გამცემლიძემ (90+4), ხოლო ზუგდიდელებიდან – ბექა მახარაძემ (80. პენალტი).
მუხიანის სპორტულ კომპლექსში „გაგრამ“ „თელავს“ ანგარიშით 1:0 ზვიად მეტრეველის (54) გოლით სძლია. ტური ლიდერების მატჩით დასრულდა: თბილისის „მერანმა“ „შევარდენი 1906“-ს უმასპინძლა. სტუმრებმა ორი გოლი გაიტანეს, მაგრამ შეხვედრა ანგარიშით 1:1 დასრულდა. საქმე ის არის, რომ ანგარიში „შევარდენი 1906“-ის ნახევარმცველმა, თამაზ ბაბუნაძემ (20) გახსნა, 32-ე წუთზე კი მისმა თანაგუნდელმა, ნიკა ჯიშკარიანმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.
გათამაშებას 36 ქულით თბილისის „მერანი“ ლიდერობს, „შევარდენი 1906“ (28 ქულა) მეორე ადგილზეა, ხოლო „სამტრედია“ და „შუქურა“ (26-28 ქულა) – მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფენ.