საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ მუხლის ტრავმა მიიღო. როგორც ფრანგული სპორტული მედია იუწყება „ორიაკის“ ქართველი მორაგბე 6 თვე თამაშს ვერ შეძლებს და სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს. შარიქაძეს ოპერაცია მიმდინარე კვირაში ჩაუტარდება.
მერაბ შარიქაძე ფრანგული „ორიაკისთვის“ დიდი დანაკლისი იქნება. გუნდი საფრანგეთის პრო დე2-ში 15 ქულით მე-14 ადგილზე იმყოფება.
რაც შეეხება საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს, ბორჯრალოსნები მსოფლიოს თასის დასრულების შემდეგ ოფიციალურ ტურნირში 2020 წლიდან ჩაერთვებიან. რაგბის ევროპის გათამაშება თებერვალში დაიწყება. გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძეს კი ეროვნულ ნაკრების მატჩების გამოტოვება მოუწევს.