რაგბი | მერაბ შარიქაძე საქართველოს ნაკრებში მეასე მატჩს ჩაატარებს #1TVSPORT
რაგბი | მერაბ შარიქაძე საქართველოს ნაკრებში მეასე მატჩს ჩაატარებს #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ახალი სეზონის პირველ მატჩს 4 თებერვალს ქალაქ დესაუში გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. შეხვედრა თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრების კაპიტნისთვის, მერაბ შარიქაძისთვის გერმანიასთან მატჩი ეროვნული ნაკრების მაისურით ჩატარებული მეასე თამაში იქნება და ის „ბორჯღალოსნების“ მეშვიდე „ცენტურიონი“ (ვისაც ნაკრებში 100 და მეტი მატჩი აქვს ჩატარებული) გახდება.

30 წლის შარიქაძეს სანაკრებო დებიუტი 2012 წელს, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ჰქონდა. 23-კაციან შემადგენლობაში მას ამ ტურნირზე ყველაზე მეტი, 40 თამაში აქვს ჩატარებული და, შესაბამისად, თასსაც ყველაზე მეტჯერ ფლობდა (11).

საქართველოს ნაკრების „ცენტურიონები“:

მერაბ კვირიკაშვილი

დავით კაჭარავა

გიორგი ჩხაიძე

ალექსანდრე თოდუა

შალვა მამუკაშვილი

ლაშა მალაღურაძე

მერაბ შარიქაძე