მერაბ შარიქაძე - იმედია, ფინალში პორტუგალიას შევხვდებით #1TVSPORT
მერაბ შარიქაძე - იმედია, ფინალში პორტუგალიას შევხვდებით #1TVSPORT

მერაბ შარიქაძემ რუმინეთთან რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩზე გააკეთა კომენტარი, რომელიც „ბორჯღალოსნებმა“ 43:5 მოიგეს – ამავე დროს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა იმედი გამოთქვა, რომ ფინალში პორტუგალიას შევხდებით.

„ვიცოდით, რომ პირველ ნახევარში რუმინეთის ნაკრები დიდი ძალებით დაგვიპირისპირდებოდა. თუმცა, იმაშიც დარწმუნებულები ვიყავით, რომ მეორე ნახევარში მიზანს მაინც მივაღწევდით, რადგან ფიზიკურად უფრო ძლიერები ვართ და ასეც მოხდა.

ფინალში, იმედია პორტუგალიას შეხვდებით. ეს ჩვენი სურვილია მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ. მათთან ასეთი თამაში არ იქნება, უფრო სწრაფი და ფიზიკურად ძლიერი გუნდია, მაგრამ გვინდა, დავამარცხოთ და ჩვენი გულშემატკივარი გავახაროთ“, – განაცხადა მერაბ შარიქაძემ.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ნაკრები პორტუგალია-ესპანეთის ნახევარფინალური წყვილის გამარჯვებულს შეხვდება – მატჩი 17 მარტს პარიზში გაიმართება.