მერაბ ქვარაია - ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე ვისაუბრებთ მიმდინარე მოვლენებზე, სავარაუდოდ მსჯელობა იქნება არჩევნების მეორე ტურზეც
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მერაბ ქვარაია აცხადებს, რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრაზე მსჯელობა იქნება მიმდინარე პროცესებზე.
„სავარაუდოდ მსჯელობა იქნება არჩევნების მეორე ტურზე. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ქართველი ხალხი გაიმარჯვებს „ქართულ ოცნებასთან“ ერთად. დარწმუნებული ვარ, მეორე ტურის შედეგები იქნება რადიკალურად განსხვავებული და გაიმარჯვებს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი“, – განაცხადა მერაბ ქვარაიამ.
„ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხვდება.